მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შეხვდება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შეხვდება. მხარეებს შორის მოლაპარაკება ცოტახანში სოფელ დუისი მიმდებარედ დაიწყება, რასაც ადგილობრივების ნაწილიც დაესწრება.

სოფელ ომალოში მცხოვრებ ბადურ ჩოფანაშვილთან როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილს, ასევე ადგილობრივების ნაწილს კითხვები აქვს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება ჩოფანაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ახმედ ჩატაევსა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებდა და ის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მან აღიარებით ჩვენებაში სწორედ მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ისაუბრა.

პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩოფანაშვილისგან საჯაროდ განმარტებას ითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა