მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა

პანკისის ხეობაში, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას ადგილობრივებიც ესწრებოდნენ. ისინი თითქმის ერთის საათის განმავლობაში ჩოფანაშვილს იმ ჩვენების შესახებ ეკითხებოდნენ, სადაც ის თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე საუბრობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შეხვედრაზე ბადურ ჩოფანაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ყურანზე დაეფიცა იმას დასამტკიცებლად, რომ მას მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივად გეგმავს.

“მე დავუჯერე თუ არა, ამას არ აქვს აზრი. ჩოფანაშვილმა ახლა მითხრა, რომ ის საერთოდ არ იცნობდა თემირლანს და მას არანაირი ჩვენება არ მიუცია ჩვენს წინააღმდეგ. რაც შეეხება ხელმოწერას, მისი თქმით, არ იცის კითხვა, ვერ წაიკითხა რა ეწერა და ისე მოაწერა ხელი. მინდოდა, მედიის წინაშე ეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ არ ისურვა მედიასთან კონტაქტი. ყურანზე დავიფიცებო კი თქვა, მაგრამ არ მოვითხოვ ამას. მთავარია აქ, ხალხის წინაშე თქვა. მე რისი უნდა მჯეროდეს, ხელთ მაქვს ჩვენება, ისიც ვიცი სხვა ბრალდებულებმა არ მოაწერეს ხელი იმიტომ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ეწერა იქ ჩვენება. ვიცი, ეს პროკურატურის დაწერილი ჩვენებაა, რომ საქმე დაეხურათ, ამიტომ მე მჯერა თუ არა ჩოფანაშვილის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, ამ ადამიანთან საქმე აღარ მაქვს, მე ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას. ვითხოვ გამოძიების გაგრძელებას”, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

საქმე ეხება ჩოფანაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ახმედ ჩატაევსა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებდა და მან სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელაღსრულების გაწესებულება გასული წლის დეკემბერში, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ჩოფანაშვილი აღიარებით ჩვენების სანაცვლოდ გაათავისუფლეს, სადაც მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ილაპარაკა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა