ლანა გალდავა - "ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეცვალოს არგაღიზიანების დანაშაულებრივი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ

,,ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს არგაღიზიანების დანაშაულებრივი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მიმართულებით,-ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

მან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეაფასა და აღნიშნა, რომ არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზებთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც საშიში გახდა მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება.

„დღეს, ცხინვალის ,,დე ფაქტო” ხელისუფლების ,,სასამართლომ” ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც წინ უსწრებდა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, უკანონო დაკავება და ციხის იზოლატორში გადაყვანა.

სწორედ ზემოაღნიშნულმა ზედაპირულმა და არასერიოზულმა დამოკიდებულებამ არაღიარების პოლიტიკისა და ,,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექსპუნქტიანი შეთანხმების” ყველა პუნქტის შესრულებისადმი, ქვეყანა მიიყვანა ისეთი ჩიხისკენ, როდესაც არათუ საოკუპაციო ხაზებთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც კი საშიში გახდა მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება, ისინიც კი გახდნენ ოკუპაციის მძევლები.

პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს არგაღიზიანების დანაშაულებრივი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მიმართულებით“, - განაცხადა გალდავამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს