ვახტანგ ხმალაძე - არ გამოვრიცხავ, რომ “ქართულ ოცნებაში” მონასტერი აირიოს და ხელისუფლება იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, “ქართულ ოცნებაში" მონასტერი აირიოს და ხელისუფლება იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს“.

როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, ყველაზე ოპტიმალური კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს ჩატარდეს.

“ჯერჯერობით ეს ნიშნები უმნიშვნელოა, მაგრამ თუ ივანიშვილი მართლაც წავიდა პოლიტიკიდან, ეს ნიშნები გამოჩნდება - შიდა დაპირისპირებები შეიძლება გაღვივდეს და მაშინ იძულებულები იქნებიან დანიშნონ.

საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები საჭიროა, მეორე ნაწილი ამბობს, რომ არ არის საჭირო. თუ დაპირისპირება გაგრძელდა და დათმობა არ იქნა, შესაძლოა, მივიღოთ გაცილებით მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ვიდრე ახლა გვაქვს. დათმობა რაში შეიძლება - 4 - წლიანია პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, შეიძლება შეთანხმება, რომ 2 წლამდე შევამციროთ და 2022-მდე მოვამზადოთ. ადრე რომ ყოფილიყო ეს შეთანხმება, მაშინ შესაძლებელი იყო 2021 წელზე საუბარი. მგონია, რომ ეს იქნება ოპტიმალური გამოსავალი.

დათმობა ოპოზიციის მხრიდან ის იქნება, რომ ახლავე არ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და ხელისუფლების მხრიდან ის იქნება, რომ დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს”,- განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, ხმალაძე გამოეხმაურა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას. როგორც ხმალაძე აღნიშნავს, პროკურატურის გადაწყვეტილება ვითარებას მხოლოდ გაამწვავებს.

“გირაოს გადაცდის ვადა მელიას გაუვიდა გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ახლა არის თებერვლის დასაწყისი. პროკურატურას დღემდე ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ლოგიკური დასკვნაა ის, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს ოპოზიციური პარტიები შევიდნენ პარლამენტში, იანვარშიც იყო გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეს რომ არ გამწვავებულიყო, მანამდე პროკურატურამ არაფერი თქვა. პოლიტიკურად რამდენად გინივრულია ამ გადაწყვეტიების მიღება?! ეს მხოლოდ გაამწვავებს ვითარებას. თავად გირაოს თაობაზეც თავის დროზეც მიმაჩნდა, რომ არასწორია. გირაო არის უზრუნველყოფა იმისა, რომ მატერიულური დანაკარგი რომ არ მიიღოს ბრალდებულმა, ის არ მიიმალება. ვინმეს წარმოუდგენია საქართველოში რომ ნიკა მელია მიიმალება?

ფორმალურად მელიას დაპატიმრებისთვის აუცილებელია პარლამენტმა ამის ნებართვა მისცეს პროკურატურას. რადგან მელია სარგებლობს პარლამენტის წევრის იმუნიტეტით. ე.ი. ან ეს ნებართვა უნდა მისცეს, ან უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს, მაგრამ უფლებამოსილებას მელიას კი არა, არავის უწყვეტენ. რას იზამენ გამიჭირდება თქმა. მე რომ ვხედავდე ხელისუფლების მოქმედებაში გონივრულობას, თანამიმდევრულობას დასკვანას გავაკეთებდი, მაგრამ ამ ხელისუფლებას არაერთგზის გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომლითაც თავადვე მიუღია ზიანი და ასეთ დროს პროგნოზი შეუძლებელია”,- განაცხადა ხმალაძემ.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად