გოგი  მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს  გაეცნო

პარლამენტის წევრი, N14 საარჩევნო ოლქის ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისის N1 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

„დღეს, მოვინახულეთ ბოლნისის N 1 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი. ორივე სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 6 მილიონი ლარის ღირებულებისაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პანდემიის მიუხედავად, მუშა პროცესი ერთი დღითაც არ შეჩერებულა და სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლა რომელიც მე დავამთავრე და სადაც 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი მომავალ სასწავლო წელს უკვე სრულად რეაბილიტირებულ და კომფორტულ გარემმოში მიიღებს მოსწავლეებს. მიმაჩნია, რომ ეს გარემო იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, ჩვენმა ბავშვებმა წარმატებით ისწავლონ" , - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

პროექტის ფარგლებში საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სველი წერტილები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რათა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებამ უპასუხოს თანამედროვე სკოლის სტანდარტებს.

“ქალაქ ბოლნისში, 4 631 333 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრუსია" ახორციელებს, ხოლო ქვეშის სკოლის რეაბილიტაციის პროცეს კომპანია „აქსონი" ასრულებს და სამუშაოების ღირებულება 1 479 521 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო და ობიექტების კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა