ფოთში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბაჩანა შალიკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

მისივე თქმით, ხვალ გაირკვევა თუ როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერ არ ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ხვალ გადმომეცემა. იგი ბრალს არ აღიარებს. გამოკითხვის ოქმი შედგენილია, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. ნივთმტკიცების სახით იარაღი ამოღებული არ არის, ეს ზუსტად ვიცი. თავს ნორმალურად გრძნობს. ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს. მის მიმართ ძალადობას ადგილი არ აქვს. ის, რომ თითქოს მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, მან განმარტა, რომ არავითარი პრეტენზია მოკლულის მიმართ არ გააჩნდა. 15 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთმანეთში საუბარი, ახსნეს ყველა დეტალი, თითქოს, იყო რაღაც სადავო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ გურამ ახალაიამ დაარწმუნა იმაში , რომ მისი ძმის გია შალიკაშვილის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა. რაც შეეხება გურამ ახალაიას მკვლელობას, ამბობს , რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია , არავითარი შეხება ამ საქმესთან არა აქვს და სხვისი გულისთვის ციხეში არ ჩაჯდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ფოთში, გუშინ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო