სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე შიდა ქართლის რეგიონში სალთვისის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები უტარდება სალთვისის მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს საერთო სიგრძით 30 კილომეტრი. პროქტი ასევე მოიცავს რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას“, - განაცხადა დავით წითლიძემ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში 2000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის - (ქვემო ხვითი, ყელქცეული, ქარელი, ძლევიჯვარი, დირბი, ბრეთი, ბრეთის მეურნეობა) მოსახლეობა ისარგებლებს.

პროექტის ჯამური ღირებულებაა - 3 877 000 ლარი. საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს მელიორაცია შიდა ქართლში სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო