გორში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულმკერდისა და მუცლის ტრავმით შეიყვანეს, გამოკვლევები უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში, შინდისის გმირების ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებიდან მძღოლის გადმოყვანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე დაღვრილი საწვავის გამო, არსებობდა აალების საფრთხე, რის გამოც მაშველებს სპეციალური ხელსაწყოების გარეშე, ხელით მუშაობა მოუხდათ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა