„მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან პოზიციის ცვლილება არასწორი იქნება.
“თუ ვინმემ რამე უნდა დათმოს, ეს არის ხელისუფლება, მე პირადად ველოდები პასუხს ხელისუფლებისგან. მეხუთე რაუნდს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა, თუმცა ამის ალბათობა ძალიან დაბალია“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ევროპარლამენტარების მოწოდებას, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ბრძოლის შანსს პარლამენტის გზით ვერ ხედავს.
„ერთ-ერთი წევრი კი არა, თუკი ვინმეს შეეძლო და ვინმეს რამე აინტერესებს საქართველოში, ყველამ მოგვიწოდა. ამით არაფერი იცვლება, გასაგებია, მათი დამოკიდებულებაა, რომ ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა, უბრალოდ, ჩვენ ამის შანსს პარლამენტის გზით ვერ ვხედავთ. შესაბამისად, ამის გამო ვართ აცდენილი ამ საკითხში, იგივე პოზიციაზე ვრჩები ახლა მეც, სხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"