აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები აქცია-პერფორმანს მართავდნენ, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები აქცია-პერფორმანს მართავდნენ, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან მოწყობილი "თავისუფლების კვარტალს" მიღმა გასვლის გამო დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ფირუზ წულუკიძე, რომელიც აჭარის მთავრობის წინააღმდეგ არაერთ აქციას ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები აქცია-პერფორმანს მართავდნენ. მათი განცხადებით, პანდემიის გამო სამუშაო ადგილები დაკარგეს და დაწესებული „კომენდანტის საათის“ გაუქმებას ითხოვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა