ბათუმში, გმირთა ხეივანში ხმაური იყო, დაკავებულია მსვლელობის რამდენიმე მონაწილე

ბათუმში, გმირთა ხეივანში ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე და კიდევ რამდენიმე პირი. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ.

"ერთი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილს ხალხი ჩაკეტილი ჰყავს. ადამიანებს ლუკმა-პურის შოვნას უკრძალავენ. ადამიანები „კომენდანტის საათი“ გააპროტესტეს, ისინი პოლიციამ დაარბია და ცემა. დაკავებულია არაერთი მოქალაქე",- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი.

სამართალდამცავების განცხადებით, მოქალაქეებმა დაწესებული რეგულაციები დაარღვიეს.

„როდესაც სამართალდამცავები მოქალაქეების ვინაობას ამოწმებდნენ, მათ პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა. მათ დაარღვიეს „კომენდანტის საათი“ და სამართალდამცავებმა შესაბამისად იმოქმედეს ",- აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა