სამართალდამცველებმა ბათუმში საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცავების განცხადებით, მოქალაქეებმა დაწესებული რეგულაციები დაარღვიეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბათუმში, გმირთა ხეივანში ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე და კიდევ რამდენიმე პირი. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა