ბათუმში დაკავებული 11 აქტივისტიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბათუმში, გვიან ღამით, მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების შედეგად, დაკავებული 11 პირიდან 2 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულთა შორის არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძეა.

ამასთან, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, 11-ვე პირი დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, ბათუმში, გმირთა ხეივანში ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს. მათ გამოძიება პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა