ადვოკატის განცხადებით, ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 30 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს

ჩვენ გვინდა შევთავაზოთ სასამართლოს შალიკაშვილის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, რომლის ოდენობაც 30 000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული შალვა შალიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ განუცხადა.

მისი თქმით, არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, ეს მიღებული გადაწყვეტილებით გაირკვევა.

შალიკაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს 12:00 საათზე იმსჯელებს.

,,ჩვენ გვინდა შევთავაზოთ სასამართლოს შალიკაშვილის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, რომლის ოდენობაც არის 30 000 ლარი. მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, სასამართლო იქნება თუ არა მოწოდების დონეზე, გათავისუფლებულია თუ არა იგი ძველი მენტალიტეტისაგან, იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი გადაწყვეტილება. მე ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, იგი ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან მას არა აქვს. მკვლელობის დროს იმყოფებოდა ქალაქში, სტომატოლოგიურ კლინიკასთან, სადაც მეუღლე და და ჰყავდა წაყვანილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ.

4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა