„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი“ - ჩვენი უპირობო მოთხოვნაა, აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილემ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა

ოპოზიციის წევრები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირაკლი ჭედიშვილს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, გუშინ ირაკლი ჭედიშვილის ბრძანებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს.

ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ძალადობრივი ფაქტების გამო, ოპოზიცია ირაკლი ჭედიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

"ჩვენი ერთადერთი და უპირობო მოთხოვნა არის, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილმა. ის ყოველთვის გამოირჩევა აგრესიით და ძალის გადამეტებით, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ.

გუშინ რაც მოხდა, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ყოველგვარი კანონიერი ჩარჩოებისგან გამოსულები იყვნენ პოლიციელებზე მაქვს საუბარი.

თუ აქციის მონაწილეები არღვევდნენ „კომენდანტის საათს“, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება უნდა მომხდარიყო, მაგრამ მათმა აგრესიულმა და პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია, ის რომ აქციის 12 მონაწილე უსასტიკესი მეთოდებით იქნა დაკავებული. ძირს ათრიეს ადამიანები, დააკავეს ქალბატონები, სრულიად უმიზეზოდ და ამის უკანონო მომწოდებელი ირაკლი ჭედიშვილი იყო, იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ აქციის მონაწილეების მიმართ წინააღმდეგობის გაწევით არის აღძრული საქმე და არამც ხულიგნობის ბრალდებით, რაც პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს - ეს ცხადყოფს, რომ მშვიდობიან მსვლელობას ჰქონდა ადგილი, რომელიც ირაკლი ჭედიშვილმა დაარბია, ამიტომ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, რადგან მისი საქმიანობა არ შეესაბამება პოლიციის მუნდირს. ჩვენ მივმართავთ შესაბამის უწყებებს, რომ იგი აჭარას და შესაბამის სამსახურს მოაცილონ. მასზე „თავისუფლების კვარტლიდან“ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე , ძალის გადამეტების გამო. კიდევ ერთი „ქეისი“ დაემატება. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში თუ არ იქნება გამოძიებული, მომდევნო ხელისუფლების პირობებში აუცილებლად იქნება გამოძიებული ყველა ფაქტი და ყველა დამნაშავე პოლიციელი აგებს პასუხს კანონის წინაში", - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა