კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ზაზა გახელაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები ასევე მიიჩნევენ, რომ საკითხის გადასაჭრელად საერთაშორისო საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობის აქციაზე აქვთ ტრანსფარანტები წარწერით : „რუსეთი ოკუპანტია, თავისუფლება ზაზა გახელაძეს!“.

„პირველ რიგში, სოლიდარულები ვართ ზაზა გახელაძის მიმართ, რომელიც რეალურად რუსეთის ტყვეა, მას 12 წელი მიუსაჯეს. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია შევიკრიბეთ და ვაპროტესტებთ ამ უკანონო ფაქტს. ასევე, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი უფრო აქტიური გახდეს საერთაშორისო დონეზე. ზაზა გახელაძის საკითხი უნდა მოგვარდეს. „რუსეთი ოკუპანტია!“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საკითხის მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო და საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა უნდა გამოსცეს რუსეთის ფედერაციის მიმართ.

„ეს აქცია ეძღვნება ზაზა გახელაძის უკანონო გატაცებას. ეს არის 21-ე საუკუნის ლეკიანობა. ეს მანამდე არ დამთავრდება, სანამ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მხარდაჭერილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. ჩვენმა მეგობრებმა, ევროკავშირმა, აშშ-მ გააკეთეს სათანადო განცხადება. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება, რის პირდაპირ შედეგებსაც ვიმკით. ამავე დროს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება რუსეთს რომ შეესრულებინა, ახლა ეს არ მოხდებოდა. საქართველოს მთავრობა მხოლოდ შეშფოთებით და პროტესტებით შემოიფარგლება, რაც საკმარისი არ არის, უნდა გავიდეს ეს ამბავი საქართველოს ფარგლებს გარეთ,საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა უნდა გამოსცეს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამ საკითხის ირგვლივ მეტი ყურადღებაა საჭირო“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე