დევნილთა დასახლებებში ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები მოეწყო

ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში დევნილთა დასახლებაში ბავშვთა სათამაშო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში მცირე მასშტაბის 18 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია