ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქცია-მსვლელობის დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო შვიდი დაკავებულის საქმეს განიხილავს, რომლებიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
მოსამართლე მხარეებს უსმენს, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, ბათუმში, გმირთა ხეივანში გუშინ ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს. მათ გამოძიება პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.