ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულების ნაწილს ჯარიმა დააკისრა, რასაც ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

მათი თქმით, მოსამართლემ გუშინ აქცია-მსვლეობის დროს დაკავებულები უსამართლოდ დააჯარიმა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ და ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

მათ მიაჩნიათ, რომ გუშინ აქციისას პოლიციამ ძალა გადაამეტა.

გუშინ აქცია-მსვლელობაზე დაკავებული 7 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით 1000-1000 ლარით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, ბათუმში, გმირთა ხეივანში გუშინ ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს. მათ გამოძიება პოლიციელისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო