რუსთავში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას, დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, ნინო ლაცაბიძე და ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,რუსთავში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ხვალიდან ქალაქის ქუჩებში გამოჩნდება ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები. ჩვენ, გარემოს დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები და სწორედ ერთ-ერთი მთავარი, ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლებაა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე.

,,რუსთავის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ფუნქციონირება წლების განმავლობაში არ შეუწყვეტია, რამაც საშუალება მოგვცა შემოგვეყვანა ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი, ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებები. ახალი ავტობუსები ხვალიდან მოემსახურება მგზავრებს. კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციები მგზავრობისას სრულად იქნება დაცული. 60 ათასზე მეტი რუსთაველი ისარგებლებს მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით. ხვალიდან კი ახალი ავტობუსით მგზავრობა, ორი კვირის განმავლობაში ყველასთვის უფასო იქნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთაველები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ ავტოპარკის განახლებას.

,,ვულოცავ ქალაქს, რომლის მოსახლეობასაც ძალიან დიდი ხნის მოლოდინი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო პარკის მოწესრიგების და ამგვარი გამართული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შემოყვანის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობით მოხერხდა ახალი ავტობუსების შეძენა. ქალაქი მზად დახვდა ამ სერვისს და ინფრასტრუქტურა სრულად მოაწესრიგა“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, 22 ახალი ავტობუსი ხვალიდან იმოძრავებს ქალაქში, დანარჩენი 18-ის შემოყვანა დახლოებით 10 დღის განმავლობაში მოხდება.

რუსთავისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 18.7 მილიონი ევრო გამოიყო. ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის საქართველოს ექვსი ქალაქი - რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი შეირჩა. 175 ერთეული სატრანსპორტო საშუალებიდან, რუსთავის მუნიციპალოტეტისთვის, პროგრამით 40 ავტობუსი იქნა გათვალისწინებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს