ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ხის მასალისგან იყო აშენებული, რის გამოც დაზარალებულებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს შეისწავლიან და შესაბამისი კომისია დახმარებას გაუწევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა