ივერი მელაშვილი - გარეჯი რომ საქართველოა, ეს არავითარ ეჭვს არ ექვემდებარება

რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, არც ჩემთვის და ალბათ, არც სხვებისთვის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

„გარეჯი რომ საქართველოა, ეს არავითარ ეჭვს არ ექვემდებარება. გარეჯი საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა, სადაც 16 სამონასტრო კომპლექსია განლაგებული. გარეჯის ისტორიული სამონასტრო კომპლექსი შეიცავს 16 კომპლექსს“ ,- განაცხადა მელაშვილმა.

მან ასევე განმარტა, მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება.

„ალბათ, საჭიროა უფრო დეტალური განმარტება. საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დროს, კომუნისტების პერიოდში, დავით გარეჯის დიდი კომპლექსის ნაწილი ტერიტორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ასე იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები იწყება. დადგა საკითხი, რომ სახელმწიფო საზღვრები განისაზღვროს ორ ქვეყანას შორის, რადგან უკვე ცალ-ცალკე ქვეყნები ვართ. ზუსტად, იქიდან იწყება ქართული მხარის მისწრაფება და მცდელობა იმისა, რომ ის პატარა ნაწილი, რაც აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხვდა, საქართველოს საზღვრებში შემოვიდეს. დღემდე ეს პროცესი ღია არის“, - განაცხადა მელაშვილმა და წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა მისი ძალისხმევა სწორედ ამ მისწრაფებისკენ მიმართული, განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა“.

მისივე თქმით, ვინ , რა გააკეთა, ამას, დრო აჩვენებს და იმ ხალხმა იცის, ვინც კომისიაშია და საქმესთან კავშირი აქვს.

„მთავარი ის არის, რომ ძალისხმევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების დღიდან ამისკენ არის მიმართული. რაც, მაშინ ვთქვი, უფრო სწორად, კარგად არ იყო გაგებული, ან შესაძლოა, მე უფრო მეტად უნდა გამეკეთებინა განმარტება. საქმე იმაშია, რომ არის ორი სხვადასხვა საკითხი: ერთი - როცა მოლაპარაკების გზით ცდილობ შედეგის, რაც საქართველოს ინტერესებშია, მიღწევას. მეორე - სამწუხაროდ, არის ხოლმე ასეთი შემთხვევები - „ურა, პატრიოტული“ სულისკვეთებით გამსჭვალული განცხადებები, რომ „არა, გინდა, თუ არა ჩვენია და ა.შ“, - განაცხადა მან.

წამყვანის რეპლიკაზე, რომელმაც მელაშვილის მისი ფრაზა „არ არის ჩვენი და საფუძველი არ გვაქვს“, შეახსენა, რაზეც მელაშვილმა უპასუხა: „საფუძველია მიწათსარგებლობა, ან როგორ არის დადგენილი საზღვრის ხაზი, ან დოკუმენტალური მასალა. აქედან გამომდინარე ვთქვი, ჩემთვის რა არის ამოსავალი წერტილი“.

„ერთია, რომ შენ გინდა და ამისთვის, ვთქვათ, მზად ხარ სანაცვლოდ რაღაც ტერიტორია გაუცვალო აზერბაიჯანს, სხვა მხრივ რომ წარიმართოს მოლაპარაკებები და შენს შედეგს მიაღწიო; ერთი არის, როცა იჩემებ, რომ „გინდა თუ არა ჩემს საზღვრებშია“. დოკუმენტალური მასალით არ გვაქვს, საქმე ამაშია. რუკა არაფერს ნიშნავს, თუ დოკუმენტით არ არის გამყარებული“, - განაცხადა მელაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ