ქეშბექი 10 ლარი ყველა შეკვეთაზე - ვოლტის, Mastercard-ისა და კარფურის ერთობლივი აქცია დაიწყო

8 თებერვლიდან ვოლტი, Mastercard და კარფური თბილისისა და ბათუმის მომხმარებელს ერთობლივ, უპრეცედენტო აქციას სთავაზობს - ვოლტით კარფურის შეკვეთისას და Mastercard-ით გადახდისას მომხმარებელი ყველა შეკვეთაზე 10 ლარს დაიბრუნებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციის ფარგლებში შეკვეთის მინიმალური მოცულობაც 20 ლარამდე შემცირდა, რაც საჭირო პროდუქტების მიტანის სწრაფი სერვისის საშუალებით შეკვეთას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ვოლტით კარფურის 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეკვეთაა შესაძლებელი - სურსათი, ხილ-ბოსტნეული, ჰიგიენური საშუალებები და სხვა. აღნიშნული პროდუქტები ერთ სივრცეშია თავმოყრილი და მომხმარებელს მათი შერჩევა და შეძენა სახლიდან გაუსვლელად, მარტივად, სწრაფად, კომფორტულად და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ შეუძლია.

ამ კომფორტს ემატება ისიც, რომ აქციის ფარგლებში Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი მნიშვნელოვან თანხას თავისი ვოლტის ანგარიშზე დაიბრუნებს.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

Mastercard ((NYSE: MA), www.mastercard.com, გადახდების გლობალური ინდუსტრიის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

„კარფური“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელია, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც კომპანიას ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.

2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის 40 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს