დღეიდან ქალაქ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ

დღეიდან ქალაქ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი, 5 ახალი ავტობუსი გადაეცა.

„კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი და თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე ახლადაშენებული ავტოსადგომიდან ახალი ავტობუსების მარშრუტებზე პირველად გასვლის ღონისძიებას დაესწრნენ და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად იმგზავრეს.

თელავს აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ გააჩნდა. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი, 5 ახალი ავტობუსი გადაეცა.

ახალი ავტობუსები 50 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

არსებული 5 ერთეული ავტობუსი ქალაქის ტერიტორიაზე შეასრულებს მარშრუტებს. უახლოეს პერიოდში თელავს 5 ერთეული ავტობუსი კიდევ გადაეცემა და ამ ეტაპზე შემუშავებული პირველადი მარშრუტების ოპტიმიზაცია მოხდება”,-აცხადებენ მერიაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია