იოსებ ხახალეიშვილი - დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა!

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის ხსოვნას,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

„დავითობის“ დღესასწაულს გილოცავთ! დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიადი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორის ბრძოლა, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები. „დავითობა“ განსაკუთრებული დღეა ქუთაისისთვის, მეფეთმეფის საძვალეც ხომ აქვე გვაქვს - გელათის მონასტერში. დღეს პატივი მივაგეთ დიდი მეფის ხსოვნას , ყვავილებით შევამკეთ აღმაშენებლის ძეგლი. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას გისურვებთ! ვიაროთ დავით აღმაშენებლის გზით!,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ცნობით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, წელს „დავითობა“ ქუთაისში მასშტაბური და ტრადიციული ღონისძიებებით არ აღნიშნულა.

ცნობისთვის, 8 თებერვალი წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა