პორტუგალია AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებს აცრის

პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეები აიცრებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით პორტუგალია უერთდება იმ ევროპული ქვეყნების რიგს, რომლებიც AstraZeneca-ს გამოყენებისთვის ზედა ასაკობრივ ზღვარს აწესებენ იმ მიზეზით, რომ, ვაქცინის ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების შედეგების შესახებ ჯერჯერობით არასაკმარისი მონაცემები არსებობს.

პორტუგალიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 765 414 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია, 42 300 დოზა, გუშინ შეიტანეს. აქამდე პორტუგალიას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 390 000 და Moderna-ს ვაქცინის მხოლოდ 19 200 დოზა აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ ისინი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს აცრიან. ამასთან, აღნიშნული ვაქცინით პოლონეთი 60 წლამდე, ესპანეთი და იტალია კი - 55 წლამდე მოქალაქეების აცრის რეკომენდაციას იძლევიან.

იხილეთ ვიდეო:პორტუგალია AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებს აცრის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა