ბიზნესასოციაცია კომპანიებისთვის იმ პასუხისმგებლობის გადავადებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად დეტექტორების შეძენაა სავალდებულო

ბიზნესასოციაცია კომპანიებისთვის იმ პასუხისმგებლობის გადავადებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად დეტექტორების შეძენაა სავალდებულო.

როგორც ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თუ პარლამენტი მესამე მოსმენით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კანონში ცვლილებებს მიიღებს, 85 კომპანია ავტომატურად კანონდამრღვევი ხდება.

„2 წელია ამ თემაზე მიდის ღია დისკუსია. შინაარსობრივად საკამათოც არაფერი გვაქვს, მეტნაკლები კომპრომისებით ვიარეთ და შევთანხმდით, მაგრამ პრობლემა ეხება ახალ რეალობას, ახალ გარემოებებს და შესაბამისად, ვადებს. ესაა ატმოსფერულ ემისიებთან დაკავშირებული კანონი, რომელიც ინსტრუმენტული მონიტორინგის დანერგვას შეეხება და ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას ქმნიან. წლევანდელი, 2021 წელი მათთვის მძიმედ დაიწყო, ელექტროენერგიის ტარიფი გაორმაგდა, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა, ამასთან, არის პანდემია, პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნა, პროდუქციების ფასებთან დაკავშირებით გაუგებრობა და ა.შ. ეს ყველაფერი რომც გადავდოთ გვერდზე და არ გავითვალისწინოთ რეალობა შემდეგია - უნდა მივიღოთ მესამე მოსმენით კანონი, სადაც წერია, რომ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა წარმოადგინოს გარკვეული სტანდარტები და კრიტერიუმები, რომელიც დადგენილებით უნდა მიიღოს. ანუ ჩვენ ახლა მესამე მოსმენით ვიღებთ კანონს, რომლითაც ვეუბნებით მთავრობას, რომ მან უკვე დაარღვია ვადები. ამასთან, მეორე პრობლემა არის ის, რომ ამ კომპანიებს პრაქტიკულად აღარ აქვთ დრო, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობები, რომელიც ამ კანონით გაუჩნდებათ, შეასრულონ“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, კომპანიები 2021 წლის 1-ელ ივნისამდე დეტექტორების შესყიდვას და დაყენებას ვერ მოასწრებენ, რადგან ამას თავისი პროცედურები სჭირდება.

„ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც 85 კომპანიას ავტომატურად ვაქცევთ კანონდამრღვევად. ეს გარდაუვალია! შესაძლებელია, რომ რომელიმე კომპანიას უკვე შესყიდული და დაყენებული აქვს დეტექტორები, მაგრამ ეჭვი მეპარება. ვისთანაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, მათ მსგავსი დეტექტორები დაყენებული არ აქვთ. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ პასუხისმგებლობა ავიცილოთ და მონიტორინგის ეს საშუალებები არ დავაყენოთ, საუბარია იმაზე, რომ მივცეთ გონივრული ვადა კომპანიებს დეტექტორების დასაყენებლად, რომ არ მოხდეს მათი დაჯარიმება. შევიდეს კანონი ძალაში, მაგრამ 2022 წლის 1-ელ იანვრამდე მონიტორინგის შემთხვევაში, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობა წარმართავს, კომპანიების დაჯარიმება კი არ მოხდეს, არამედ, მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომ კარგად გაიგონ მათ როგორ და რა არის გასაკეთებელი. ჩვენ არ ვამბობთ უარს პასუხისმგებლობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, როგორ არ ვაქციოთ 85 კომპანია თავიდანვე კანონდამრღვევად“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა