ამაღლების N3-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამაღლების ქ. N3-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე 18 ოჯახი ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, ლითონის ელემენტებით ფანჯრები მოეწყობა. კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება, სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, სეისმური სარტყელი მოეწყობა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენს რაიონში ავარიული სახლების პრობლემა მწვავედ დგას. აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლი სრულად დანგრეული იყო და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ, მათი ნაწილი საცხოვრებლად ქირით გადავიყვანეთ. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. ამჟამად, გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გამაგრებითი სამუშაოებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 936 000 ლარია გამოყოფილი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა