ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში ცხოველებში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში ცხოველებში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა.ადგილობრივების ინფორმაციით, შინაური ცხოველები დაავადებული ტურისგან დაინფიცირდნენ. ისინი დახმარებას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის მერიაში განუცხადეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის შემდეგ, უწყება აღნიშნულ სოფლებში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

"მუნიციპალიტეტის მხრიდან, საკითხის მოგვარების მიზნით გადაიდგა რიგი ნაბიჯები. გამოყოფილია მონადირეთა ჯგუფი, მონიტორინგი გაგრძელდება სხვა დღეებშიც. სააგენტოს მომართვის შემდეგ, აღნიშნულ სოფელში დაწესდება 60 - დღიანი კარანტინი. თუმცა ეს კარანტინი არ გულისხმობს სოფლის ჩაკეტვას. სოფელში შესვლა და გამოსვლა არ აიკრძალება, რაც ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიებზე რძის და ხორცპროდუქტების რეალიზაცია შეიზღუდება. რეკომენდაციის სახე ექნება სოფლის მოსახლეობისთვის ცოფის ვაქცინის გაკეთებასაც",- აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა