ამბროლაურის მერია - სოფელ ზედა ღვარდიასთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა და გზა ჩაიკეტა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ღვარდიასთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა და სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა. აღნიშნული მდგომარეობა უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ხვალიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც შემთხვევის ადგილს გეოლოგები დაათვალიერებენ.

მათივე ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი საჭიროების ნივთები უკვე გაეგზავნათ.

“მათთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. შექმნილია ,,სტიქიის სალიკვიდაციო ჯგუფი”. ხვალიდან აღნიშნულ პროცესებში გეოლოგიის დეპარტამენტი ჩაერთვება. სპეციალისტების მიერ მოხდება სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა, რის საფუძველზეც გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო