BBC - ჰაკერმა აშშ-ში წყლის სისტემაში შეღწევა მოახერხა და წყალში სახიფათო რაოდენობის ქიმიკატის შერევა სცადა

კომპიუტერულმა ჰაკერმა ფლორიდის ქალაქ ოლდმარში მდებარე წყლის სისტემაში დისტანციურად შეღწევა შეძლო და ქიმიური ნივთიერების "სახიფათო" ოდენობით შერევას შეეცადა.

BBC-ის ინფორმაციით, ჰაკერმა ოლდსმარის წყლის გაწმენდის სისტემაში ნატრიუმის ჰიდროქსიდის გადაჭარბებული რაოდენობის გარევა დაიწყო, თუმცა, ორგანიზაციის ოპერატორმა ქმედება დააფიქსირა და ნატრიუმის ჰიდროქსიდის დონე შეამცირა.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ქმედება „ცუდმა აქტორმა“ ჩაიდინა. ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია, თავდასხმა ქვეყნის შიგნიდან განხორციელდა თუ მის ფარგლებს გარედან.

ოლდმარის წყლის სისტემიდან წყალი სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებსა და დაახლოებით 15 000 მოსახლეს მიეწოდება.

ნატრიუმის ჰიდროქსიდის მცირე რაოდენობას მჟავიანობის გასაკონტროლებლად იყენებენ, თუმცა გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება კანისა და თვალების გაღიზიანება და თმის ცვენაც კი გამოიწვიოს. ამასთან, მისმა გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს, ყელისა და კუჭის დაზიანება, ღებინება და დიარეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა