ნინო ლაცაბიძე - სატრანსპორტო რეფორმაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამგზავრო შეღავათებია, რომელიც დღეს რუსთავის საკრებულომ მიიღო

„სატრანსპორტო რეფორმაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამგზავრო შეღავათებია, რომელიც დღეს რუსთავის საკრებულომ მიიღო. რუსთავის მუნიციპალიტეტში სამგზავრო შეღავათიანი ტარიფით 8000 ბენეფიციარის ნაცვლად 60 000-მდე ადამიანი ისარგებლებს“, - ამის შესახებ №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატი, ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ლაცაბიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უფასო მგზავრობით ისარგებლებენ ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ( I ჯგუფი; უსინათლო; სმენადაქვეითებული). სოციალურად დაუცველები, რომელთაც 150 000 ქულამდე აქვთ 10 თეთრად იმგზავრებენ. ასევე, 10 თეთრად მოემსახურებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სკოლის მოსწავლეებს. პენსიონერები, სტუდენტები, სკოლის და ასევე, ააიპ-ების თანამშრომლები 20 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობის სტანდარტული ტარიფი კი 50 თეთრით განისაზღვრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს