ქუთაისის მერიასთან, სადაც გარემოვაჭრეები აქციას მართავდნენ, ხმაური იყო

ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო. მერიის შენობასთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს და მერთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათ ყვავილებით ვაჭრობა აუკრძალა. მათი თქმით, ისინი ბაზრის ტერიტორიაზე ვერ შედიან, რადგან მინდვრის ყვავილებს ყიდიან და ვერ შეძლებენ გადასახადის გადახდას. ისინი მერიას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, აპირებენ გარევაჭრობის გაგრძელებას და თუ მათ მერია ხელს შეუშლის, პროტესტს გააგრძელებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს