თამარ გაბუნია - ვაქცინაციის უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში, ალერგია საყურადღებო მდგომარეობაა, რომელიც აუცილებლად წინასწარ უნდა შეფასდეს.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

„ალერგია, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება. ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რაც უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ თუ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა. ამ დეტალებზე ტრენინგი უკვე დაწყებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, პირველ ეტაპზე გაივლის ამ ტრენინგს, შემდეგ, რა თქმა უნდა, მოხდება სრულად ყველას მოცვა. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გასათვალისწინებელია, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას აქვს განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი. უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. მილიონში შეიძლება ერთეული შემთხვევა დაფიქსირდეს, ისიც ამ ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს