არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, სპეციალური კომისია ე.წ ხოფის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს შეისწავლის

ბათუმში, ე.წ ხოფის ბაზრობაზე, სადაც ხანძარი იყო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი მივიდნნენ.

როგორც არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყების სპეციალური კომისია ზარალს შეისწავლის, ასევე ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგინდება.

“მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ვიცი ის, რომ დაშავებულები არ გყვავს. ზარალის რაოდენობა დაითვლება ძალიან მალე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება და დახმარება. ვიცით, რომ ერთი მაღაზიაა დამწვარი. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდა რეაგირება ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან და პრაქტიკულად 15-20 წუთში მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს მოკვლევა,"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს