გორში, ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

გორში, ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ქუჩის სიგრძე 370 მეტრია.

„სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 404 850 ლარია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტრანსპორტის სავალ ნაწილს და ტროტუარებს, მოასფალტდება მიერთებები და მოეწყობა გამწვანების ზოლები. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

იხილეთ შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=384631&lang=ge “ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს