ფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია სრულდება

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვდება სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები. მათივე ცნობით, პროექტს ფონდი "ქართუ" კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

"სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და იმ შენობათა შორისაა, რომელიც გერმანელი არქიტექტორის ფრიკის მიერ არის დაპროექტებული. შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგენილი იქნა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი, გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა