საბა ბუაძის ინფორმაციით, “დაუმორჩილებლობის მარშში” მონაწილეობისთვის და “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის დაჯარიმდა

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, საბა ბუაძე “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო დაჯარიმეს. ამის შესახებ ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუაძე აცხადებს, ის 6 თებერვალს გამართულ „დაუმორჩილებლობის მარშში“ მონაწილეობის გამო დაჯარიმდა.

„მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა! შსს-დან დამირეკეს და მამცნეს, რომ “დაუმორჩილებლობის მარშში” მონაწილეობისთვის და “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის მაჯარიმებენ. აბა თქვენ იცით!„- წერს ბუაძე.

ცნობისთვის, 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა