ჯანმო-ს ექსპერტები - ჯგუფმა ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ უხანში ან სხვაგან კოვიდ 19-თან დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბრამდე არსებობდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ უხანში ან სხვაგან კოვიდ 19-თან დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბრამდე არსებობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პიტერ ბენ ემბარკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის წარმოშობის წყაროს დასადგენად ჩატარებული სამუშაო ღამურებზე მიანიშნებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი უხანში ყოფილიყვნენ. ამასთან, ემბარეკის განმარტებით, „ნაკლებ სავარაუდოა“ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა და ამიტომ ამის დასადგენად დამატებითი კვლევის ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია კორონავირუსის გავრცელების „ჰუანანის“ ბაზართან დაკავშირების საკითხიც.

„ვირუსი გავრცელებული იყო იმ ადამიანებში, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ ან დეკემბრის განმავლობაში სტუმრობდნენ ბაზარს. თუმცა, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინფიცირებული ადამიანები ამ ბაზართან საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებული. ასე, რომ ამ კუთხით ჯერ კიდევ არ გვაქვს ნათელი სურათი,“- აღნიშნა ემბარკმა.

ცნობისათვის, კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში რამდენიმე კვირის წინ ჩასულმა ექსპერტებმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ახალი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი გახადა, მაგრამ კოვიდ 19-ის ეპიდაფეთქების სურათი მკვეთრად არ შეუცვლია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ჯანმო-ს ექსპერტები - ჯგუფმა ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ უხანში ან სხვაგან კოვიდ 19-თან დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბრამდე არსებობდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ უხანში ან სხვაგან კოვიდ 19-თან დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბრამდე არსებობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პიტერ ბენ ემბარკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის წარმოშობის წყაროს დასადგენად ჩატარებული სამუშაო ღამურებზე მიანიშნებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი უხანში ყოფილიყვნენ. ამასთან, ემბარეკის განმარტებით, „ნაკლებ სავარაუდოა“ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა და ამიტომ ამის დასადგენად დამატებითი კვლევის ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია კორონავირუსის გავრცელების „ჰუანანის“ ბაზართან დაკავშირების საკითხიც.

„ვირუსი გავრცელებული იყო იმ ადამიანებში, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ ან დეკემბრის განმავლობაში სტუმრობდნენ ბაზარს. თუმცა, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინფიცირებული ადამიანები ამ ბაზართან საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებული. ასე, რომ ამ კუთხით ჯერ კიდევ არ გვაქვს ნათელი სურათი,“- აღნიშნა ემბარკმა.

ცნობისათვის, კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში რამდენიმე კვირის წინ ჩასულმა ექსპერტებმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ახალი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი გახადა, მაგრამ კოვიდ 19-ის ეპიდაფეთქების სურათი მკვეთრად არ შეუცვლია.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო