აჭარის მთავრობის სახლთან  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან, ავტობანის მშენებლობით და იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეებიც შეუერთდნენ. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ისინი დაივიწყა და ყურადღებას არ აქცევს.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და 15 თებერვალს მოქალაქეები მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ.

"აქ არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობამ გააერთიანა. ავტობანის მშენებლობით დაზარალებულები, იპოთეკითა და ბანკებით დაზარალებულები, თვითდასაქმებულები, რომლებიც პანდემიის დროს ულუკმაპუროდ დარჩნენ და სხვა სოციალური პრობლემების მქონე ადამიანები. დღეს გაკეთდა გამაფრთხილებელი აქცია, რომ 15 თებერვალს იწყება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, რათა მთავრობა შემობრუნდეს ხალხისკენ",- აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

აქციის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს, ბათუმის ბულვარში ამბასადორის მშენებლობაზე. მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“