ალექსანდრე მოწერელია - მალხაზ თორია აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მჯერა ასევე გააგრძელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მალხაზ თორიას დანიშვნას მისი წინამორბედი და საქართველოს პარლამენტის წევრი, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია ეხმაურება.

მოწერელიას განცხადებით, მალხაზ თორია კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა და მას წარმატებებს უსურვებს.

,,მივესალმები მალხაზ თორიას დანიშვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, ის აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მჯერა, რომ ასევე გააგრძელებს, მინდა წარმატებები ვუსურვო მალხაზს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე დღეს დაინიშნა, ის 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს