ევროკავშირის ანგარიში - სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება , - ამის შესახებ ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიური ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ასახავს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება აჩვენებს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებლობას, მათ შორის, ეუთო/ODIHR–ის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებას, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით და დროული 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებით. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობა. ზოგადად, პოლარიზაციის მოგვარება ქართულ პოლიტიკაში და მედიაში კვლავ პრიორიტეტად რჩება.

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ჩატარდეს გამჭვირვალედ, შემდგომი დანიშვნის დაწყებამდე“, - წერია ანგარიშში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა