ზუგდიდში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხმაური სამოქალაქო აქტივისტების მიერ სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარედ ტროტუარის მოხატვის მცდელობას მოჰყვა.

აქტივისტებმა აქცია სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართეს, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. მათ თან ბადრი ესებუას ფოტოები ჰქონდათ.

"ჩვენ დღეს დემონსტრაციულად დავარღვიეთ "კომენდანტის საათი" , რადგან ეს "კომენდანტის საათი" მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, არის შემაკავებელი ხალხის, რომელიც უბრალოდ შიმშილობს, ვერ ეგუება უსამართლობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ეს ფორმები იქნება რადიკალური. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს კანონის დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არღვევს ყველანაირ კანონს", - განაცხდა აქციის მონაწილე, ირაკლი კვარაცხელიამ.

სამოქალაქო აქტივისტები ამ დროისთვის საპროტესტო კარავში იმყოფებიან. ისინი ჯერჯერობით "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის არ დაუჯარიმებიათ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი