ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ორსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლი ხის მასალისგან იყო აგებული.

როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარ ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის და დაზარალებულ ოჯახს სათანადო დახმარებას გაუწევს.

" ხანძრის შედეგად დამხმარე ნაგებობები გადარჩა. დამწვარია ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი, ქირას მერია გადაიხდის. სულ 8 - სულიანი ოჯახია, თუმცა სამი ადამიანი ამჟამად ბათუმში ქირით ცხოვრობს", - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა