ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, 2019 წლიდან დღემდე, ქუთაისის 60 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, მათ შორის 2 ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, ხოლო 2019-2020 წლებში დასრულდა 2 ცენტრალური - ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირების რეაბილიტაცია.

"ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 34 კმ-ზე მეტი. 2020 წელს, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლდება სანიაღვრე სისტემები, ეწყობა მიერთებები, ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება ქალაქში უსაფრთხო, კომფორტული გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა