ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტებს "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს,- ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, მალხაზ თორიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის, ფოთში ორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც ქალაქში სრულიად ახალი წყალარინების სისტემების მოწყობასა და თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს.

"ქალაქის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია და დაახლოებით სამუშაოების 80 % შესრულებულია. თუმცა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტში კონტრაქტორს აქვს ჩამორჩენები. გვაქვს გარკვეული შენიშვნები მათთან. შესაბამისად, დაიგეგმა შეხვედრა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის ჩამოვლენ და გვექნება დეტალური განხილვა იმაზე თუ, როგორ შეძლებენ ისინი უახლოეს პერიოდში ამ პრობლემის გადაჭრას’’,-განაცხადა გიგა მანდარიამ.

მათივე ცნობით, ფოთის წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 35 მილიონი ევრო, ხოლო საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის დონორი ორგანიზაციის მიერ დაახლოებით 55 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა