ლევან დავითაძე - განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს ბათუმს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა შპს ,,ბათუმის წყლის“ ახალი გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე წარადგინა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიიდან აცნობეს.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ლევან დავითაძეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ლევან დავითაძის განცხადებით, ყველა დაგეგმილი პროექტები დათქმულ ვადებში განხორციელდება.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ვუხელმძვანელებ, შპს „ბათუმის წყალს“, სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არის გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ამასთან, ეს არის დიდი პატივი ემსახურო საკუთარ ქალაქს და თანამოქალაქეებს. რაც შეეხება პროექტებს, ვიმედოვნებ რომ, ყველა ის პროექტი, რომელიც „ბათუმის წყალში“ ხორციელდება დათქმულ ვადებში განხორციელდება. რაც შეეხება სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს, ვიმედოვნებ რომ გუნდი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული, მოგვცემს საშუალებას შევქმნათ და განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს ბათუმს“, - განაცხადა ლევან დავითაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს