ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც უკრაინის ორი მოქალაქის და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის პროცესი უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის ორი მოქალაქის და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან.

სასამართლოში საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის: ვოლოდიმორ დიაჩენკოსა, იური ხომიჩის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის პროცესი გაიმართება.

აქციის მონაწილეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ისინი ქართული ხელისუფლების მძევლები არიან.

“აღნიშნული პირები უკანონოდ არიან დაკავებულები. ისინი დროულად უნდა გათავისუფლდნენ. ხელისუფლებას ეგონა, რომ დაკავებულებს მიხელ სააკაშვილი შემოჰყავდა, რაც აბსურდია",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბრალდებულები გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო