ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პროტესტის ნიშნად „კირნათი ჰესის“ ოფისთან შეიკრიბნენ.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, მოსახლეობა დაზარალდა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში მცხოვრებლებს სახნავ-სათესი მიწები გაუნადგურდათ, რადგან ჰესის გამო მუდმივად იტბორება.

მათივე თქმით, განადგურდა თევზის მეურნეობაც.

დაზარალებული ოჯახები მიწების დატბორვის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა მათ ჩვენი პრობლემა არ ადარდებთ. მოსავალს ვერ ვთესავთ და ვერც ვღებულობთ, რადგან ჰესის გამო დატბორილია სახნავ-სათესი მიწები. ორი წელია უშედეგოდ ვიბრძვით. ვიდრე ჩვენს პრობლემას არ მოაგვარებენ, არ ვაპირებთ პროტესტის შეწყვეტას“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა