სამოქალაქო აქტივისტებმა ენგურის ხიდზე ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართეს

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიის წევრებმა ენგურის ხიდზე ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მათ ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

"ეს არის მხარდამჭერი აქცია და ეს არის საპროტესტო აქცია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, საზოგადოებას, მოქალაქეებს გვავიწყდება ეს ადამიანები, რომლებიც არიან საოკუპაციო რეჟიმების მსხვერპლი და ასეთი სამწუხაროდ, იმატებს და იმატებს ჩვენს ქვეყანაში.

ამასთანავე ეს არის საპროტესტო აქცია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად უმოქმედო. არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი, რომ გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო მექანიზმი და დავიხსნათ ეს ადამიანები. ეს რაც ხდება, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი. უბრალოდ, თუ არ გააგებინებ ამის შესახებ შენ შესაბამის ინსტიტუტებს, ქვეყნებს, ეს დარჩება აბსოლუტურად დავიწყებულ საკითხად და ამ ადამიანებს ვერ ვუშველით, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და ამ მოთხოვნით ჩვენ მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, რომლებიც არიან ამ რეჟიმების მსხვერპლი",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა